Sunday, November 17, 2013

დღე მერვე----დღევანდელ დღეს მოვისმინე და შევისწავლე დიფერენცირებული სწავლის მეთოდები.კარგად გავიაზრე როგორ მომერგო ჩემს პროექტზე შესაბამისი აქტივობები. ჩემი პროექტის ყველა მასალა ჩავალაგე შესაბამის საქაღალდეში.

Saturday, November 16, 2013

დღე მეშვიდე----განვიხილეთ მოსწავლის თვითშეფასების შაბლონები. დავამზადე შეფასების ფორმატი და შევინახე შესაბამის საქაღალდეებში.
დღეს განვაცალკავე როგორ შეიძლება შევქმნა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რომელშიც მოიაზრება 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების შაბლონები , მისი შექმნის მეთოდები, რა ინსტრუმენტები შეიძლება გავთვალოთ მოსწავლის ნაშრომისთვის.

Sunday, November 10, 2013

მეხუთე დღის რეპლექსია----ვიხილავთ მესამე მოდულს, რომელსაც საფუძვლად ედო საავტორო უფლება, რომ ინტერნეტის სარგებლობის დროს არ დავარღვიოთ ავტორის უფლებები. როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები. რომელი მასალის გადმოწერის უფლება გვაქვს და რა დოზით.

Sunday, November 3, 2013

მეოთხე დღის რეპლექსია--------შეფასების სტრატეგიები, დროში გაწელილი შეფასების გეგმა.
მესამე დღის რეპლექსია---------გავეცანი პროექტის მიზნებს და სტანდარტებს.21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს და საკვანძო კითხვებს..სადაც გათვალისწინებულია მოსწავლეების მისაღწევი შედეგი

Sunday, October 20, 2013

პროექტულ სწავლებაში დავინახე როგორ მაღლდება 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. გავერკვიე პროექტის თანმიმდევრობაში, შაბლონების შემუშავებაში.პორტველიოს დანიშნულებასა და მნიშვნელობაში, გავეცანი ახალი იდეების განვითარებას, განხორციელებას და სხვებისთვის გაზიარებას. გაიზარდა ინტერესი პროექტების მიმართ, რადგან უფრო დავინახე, რამდენად ხელს უწყობს პროექტული სწავლება მოსწავლეების ცოდნის გამოვლენას, მათ ჩართულობას, მოტივაციას, კრიტიკული აზროვნების განვითარებას და ტექნოლოგიების მიზნობრივად გამოყენებას. ძალიან მინდა რაიმე საინტერესო და სასარგებლო მოვიფიქრო. თემა დავუკავშირო მოსწავლეების საჭიროებებს.