Sunday, October 20, 2013

პროექტულ სწავლებაში დავინახე როგორ მაღლდება 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. გავერკვიე პროექტის თანმიმდევრობაში, შაბლონების შემუშავებაში.პორტველიოს დანიშნულებასა და მნიშვნელობაში, გავეცანი ახალი იდეების განვითარებას, განხორციელებას და სხვებისთვის გაზიარებას. გაიზარდა ინტერესი პროექტების მიმართ, რადგან უფრო დავინახე, რამდენად ხელს უწყობს პროექტული სწავლება მოსწავლეების ცოდნის გამოვლენას, მათ ჩართულობას, მოტივაციას, კრიტიკული აზროვნების განვითარებას და ტექნოლოგიების მიზნობრივად გამოყენებას. ძალიან მინდა რაიმე საინტერესო და სასარგებლო მოვიფიქრო. თემა დავუკავშირო მოსწავლეების საჭიროებებს.